დღეიდან რესტორნებს მუშაობაზე საათობრივი შეზღუდვა მოეხსნებათ
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან რესტორნებს მუშაობაზე საათობრივი შეზღუდვა ეხსნებათ, კინოთეატრებში, თეატრებსა და ოპერაში მაყურებლის დასაშვები რაოდენობა კი 30-დან 50%-მდე იზრდება. აღნიშნულ დაწესებულებებში მოქალაქეები მხოლოდ “მწვანე სტატუსის” ქონის შემთხვევაში დაიშვებიან.
ობიექტების მონიტორინგს, შერჩევის პრინციპით, განახორციელებს ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის სამსახური, შსს-ს და შემოსავლების სამსახურის შესაბამისი დეპარტამენტები, ადგილობრივი მუნიციპალიტეტები, სურსათის ეროვნული სააგენტო. ობიექტზე “მწვანე სტატუსის” არმქონე პირის დაშვებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება დაწესებულებას. წესის დარღვევის შემთხვევაში, სანქცია იურიდიული პირისთვის შეადგენს 10 000 ლარს, ინდმეწარმისთვის – 2 000 ლარს. სამართალდარღვევის განმეორების შემთხვევაში კი მოხდება ობიექტის დალუქვა.