დღეიდან საქართველოში “მწვანე პასპორტები” ამოქმედდა
დღეიდან საქართველოში ე.წ. მწვანე პასპორტის კონცეფცია ამოქმედდა. რაც ნიშნავს, რომ მთავრობის ახალი რეგულაციის თანახმად მომხმარებელს მხოლოდ მწვანე სტატუსის ქონის შემთხვევაში შეეძლება ესტუმროს შემდეგ ობიექტებს: სასტუმროები და განთავსების სხვა ობიექტები / კვების ობიექტები (რესტორნების, კაფეების, ბარების ღია და დახურული სივრცეები-მათ შორის სავაჭრო ცენტრებში არსებული) / კინოთეატრები / თეატრები / საკონცერტო დარბაზები / ოპერა / გასართობი ობიექტები / სამორინეები და სათამაშო ბიზნეს ობიექტები / სპა ცენტრები და ფიტნეს დარბაზები / სამთო კურორტების საბაგიროები.
მწვანე სტატუსის ქონა არ არის სავალდებულო 18 წლამდე პირთათვის. საზოგადოებრივ ტრანსპორტში და მაღაზიებში ”მწვანე პასპორტი” სავალდებულო არ იქნება. რაც შეეხება საბავშვო-გასართობ ცენტრებს, „მწვანე პასპორტის“ მოთხოვნა იმოქმედებს მხოლოდ 18 წლის ასაკს ზემოთ მოქალაქეებისთვის.
ახალი რეგულაციის თანახმად, მწვანე სტატუსის მქონე არის პირი, რომელიც სრულად ვაქცინირებულია, ან აქვს 72 საათიანი ვალიდურობის ნეგატიური პასუხის PCR ტესტის მქონე, 24 საათიანი ვალიდურობის ნეგატიური პასუხის ანტიგენ-სწრაფი ტესტის მქონე ან კოვიდ გადატანილი. თუ პირს მწვანე სტატუსი მინიჭებული აქვს ჩატარებული PCR ან ანტიგენ-სწრაფი ტესტის საფუძველზე – მწვანე სტატუსი შეუწყდება ტესტის ვადის გასვლისთანავე
მოქალაქეს „მწვანე სტატუსი“ მიენიჭება, ვაქცინაციის მეორე დოზის ჩატარების შემდეგ, ტესტირების განმახორციელებელი დაწესებულების მიერ PCR და ანგიგენის სწრაფიტესტის ნეგატიური პასუხის ერთიან მონაცემთა სისტემაში ატვირთვის შემდეგ, ასევე კოვიდის ოფიციალურად დადასტურებიდან 14 დღის შემდეგ.
თუ პირი იტარებს PCR და ანგიგენის სწრაფი ტესტს მან აუცილებლად უნდა მოსთხოვოს ტესტის ჩამტარებელ დაწესებულებას მონაცემთა ბაზაში ატვირთვის დამადასტურებელი QR კოდიანი საბუთი. ეს საბუთი მას გამოადგება მატერიალური სახითაც და ნიშნავს, რომ აპლიკაციაში მონაცემები განახლებულია.
მწვანე პასპორტი „CovidPass“ Georgia – აპლიკაციაში რეგისტრაციის გზით მიღებული QR კოდია. ასევე covidpass.moh.gov.ge – საიტზე რეგისტრაციის გზით მიღებული QR კოდი (ან)
საქართველოში ვაქცინაციის ცენტრებში, კლინიკებსა და იუსტიციის სახლებში დაბეჭდილი დოკუმენტის (კოვიდ ბარათი) QR კოდით (ან)
ევროკავშირის წევრი და “EU Digital COVID Certificate” სისტემაში ინტეგრირებული სხვა ქვეყნების ოფიციალური უწყების მიერ დაბეჭდილი დოკუმენტის QR კოდით ან ელექტრონულად მინიჭებული QR კოდი.
„CovidPass“ Georgia -ის აპლიკაცია ხელმისაწვდომია, App store-ში https://apps.apple.com/us/app/covidpass-georgia/id1590323605 და Google store-ში https://play.google.com/store/apps/details?id=com.zurarev.snackbccdb8523f3941c4aa06aff238ecf606
„CovidPass Georgia“ აპლიკაციის QR წამკითხველის გამოყენებისთვის საჭიროა მხოლოდ აპლიკაციის გადმოწერა დამატებითი მონაცემების შეყვანა საჭირო არ არის.