შარტავას ქუჩაზე ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად გარდაცვლილები უცხოეთის მოქალაქეები არიან
“თბილისი ენერჯის” ინფორმაციით, გარდაცვლილები საქართველოს მოქალაქეები არ არიან.
მათივე ინფორმაციით, გარდაცვლილი ორი მამაკაცი, სავარაუდოდ ირანის მოქალაქეები არიან, რომელთაგან ერთი 33-წლამდე, ხოლო მეორე 40 წლამდე ასაკის იყო.
კომპანიის ინფორმაციით, საცხოვრებელ სახლში სავარაუდო CO-ს დაგროვება ღია წვის კამერიანი წყლის გამაცხელებელმა გამოიწვია.