აზერბაიჯანში სამხედრო ვერტმფრენის ჩამოვარდნას 14 ოფიცერი ემსხვერპლა
აზერბაიჯანში სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის სამხედრო ვერტმფრენის ჩამოვარდნას 14 ოფიცერი შეეწირა.
შემთხვევა გარეჰეიბათის საავიაციო პოლიგონზე, სწავლების დროს მოხდა.
ქვეყნის სამხედრო პროკურატურამ და სასაზღვრო სამსახურმა დაღუპულთა გვარები გაასაჯაროეს.
დაწყებულია გამოძიება.