შვედეთის მთავრობას, პირველად, ტრანსგენდერი მინისტრი ჰყავს
შვედეთის ახალ მთავრობაში განათლების მინისტრად ლინა აქსელსონ კილბლომი დაინიშნა.
ამის შესახებ SVT წერს.
ლინა აქსელსონ კილბლომი შვედეთის მთავრობაში პირველი ტრანსგენდერია.
მინისტრი 51 წლის არის, 1990-იან წლებში მან სქესის შეცვლის ოპერაცია გაიკეთა. მანამდე ის, მათ შორის, საჯარო სკოლის დირექტორადაც მუშაობდა.
შვედეთის პარლამენტმა ქვეყნის პრემიერმინისტრად სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი, მაგდალენა ანდერსონი აირჩია. ის ქვეყნის პრემიერის თანამდებობაზე ასევე პირველი ქალი გახდა.
დღეს ანდერსონმა მინისტრთა კაბინეტის წევრები წარადგინა.