სტოლტენბერგი ნატო-დან ქვეყნების გამორიცხვის მექანიზმის შექმნის წინააღმდეგია

ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ნაკლები შანსია იმის, რომ ბლოკმა საკუთარი რიგებიდან წევრების გარიცხვის სისტემა შეიმუშაოს.

ამის შესახებ მან რიგაში ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრების ორდღიანი შეხვედრის წინ განაცხადა.

“ნატო-ს არ გააჩნია საკუთარი რიგებიდან წევრების გარიცხვის მექანიზმი და მე არ მაქვს რეკომენდაცია, რომ ეს ჩვენს დამფუძნებელ შეთანხმებაში იყოს ჩაწერილი. ამ ნაბიჯის რეკომენდაციითაც რომ გამოვიდე, ეს არასდროს მოხდება, რადგან ჩვენ გვჭირდება კონსენსუსი“, – განმარტა მან.

სტოლტემბერგის თქმით, წევრების გარიცხვა გამოსავალი არ არის

„ვფიქრობ, უკეთესია, ნატო გამოვიყენოთ, როგორც პლატფორმა და გვქონდეს გულწრფელი და ღია დისკუსიები, როდესაც შეშფოთებულნი ვართ – აკმაყოფილებს თუ არა ყველა ჩვენი მოკავშირე დემოკრატიულ სტანდარტებს“, – თქვა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები