სააკაშვილის ადვოკატი: ვიმედოვნებთ, 2 დეკემბერს მას მიეცემა შესაძლებლობა, სხდომას დაესწროს და “უსამართლო სასამართლოს უფლებით მაინც ისარგებლოს”
გორის სამხედრო ჰოსპიტალში, სადაც ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი შიმშილობის შემდეგ რეაბილიტაციას განაგრძობს, ადვოკატი – დიმიტრი საძაგლიშვილი მივიდა.
ადვოკატი იმედოვნებს, რომ მსჯავრდებულ ექსპრეზიდენტს 2 დეკემბერს ჩანიშნულ სასამართლო პროცესზე დასწრების საშუალება ექნება.
“გუშინდელი პროცესის შემდეგ პირველად მექნება შესაძლებლობა, შევხვდე მიხეილ სააკაშვილს. ბუნებრივია, ვისაუბრებთ უკვე ჩატარებულ პროცესზე, ასევე, 2 დეკემბერს გასამართ სასამართლო სხდომაზე და ვიმედოვნებთ, რომ 2 დეკემბერსაც მას მიეცემა შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღოს სხდომაში და უსამართლო სასამართლოს უფლებით მაინც ისარგებლოს”, – განაცხადა ადვოკატმა.