ჯანმო: მსოფლიოში “ომიკრონით” გამოწვეული გარდაცვალების შემთხვევა არ დაფიქსირებულა

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ კორონავირუსის ახალი შტამი – “ომიკრონი”, სავარაუდოდ, მთელს მსოფლიოში გავრცელდება და წარმოადგენს ეპიდემიის ძალიან მაღალ რისკს, რომელსაც შეიძლება, ჰქონდეს “სერიოზული შედეგები”.

ამის შესახებ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

როგორც აღინიშნება,  მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე ამ შტამით გამოწვეული სიკვდილიანობა არ დაფიქსირებულა, საჭიროა შემდგომი კვლევა მისი პოტენციალის შესაფასებლად.

ორგანიზაცია ურჩევს ქვეყნების მთავრობებს, მოემზადონ “ომიკრონის” შტამზე რეაგირებისთვის.

კერძოდ, საჭიროა, „იყოს უზრუნველყოფილი ადრეული გაფრთხილების სისტემები“, ისევე როგორც მთავრობებს უნდა ჰქონდეთ გეგმა, თუ როგორ უზრუნველყონ ჯანდაცვის და საჭირო სამედიცინო რესუსრების ფუნქციონირება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები