ავსტრალიის ეროვნული უსაფრთხოების კაბინეტი, ქვეყანაში „ომიკრონის“ დაფიქსირების გამო, დღეს შეიკრიბება

დღეს ავსტრალიის ეროვნული უსაფრთხოების კაბინეტის საგანგებო შეხვედრა იგეგმება. ავსტრალიის ხელისუფლების წარმომადგენლებმა საგანგებო შეხვედრა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც ქვეყანაში შესულ ერთ-ერთ ვიზიტორს „ომიკრონის“ შტამით ინფიცირება დაუდგინდა.
ქვეყნის ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლების განცხადებით, ქვეყანაში შესული ვიზიტორი სრულად ვაქცინირებული იყო და, სანამ ტესტის პასუხები გახდებოდა ცნობილი, რამდენიმე საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილის მონახულება შეძლო. მაშინ, როდესაც „ომიკრონის“ შტამით იყო ინფიცირებული.
ამ ეტაპზე მედიკოსები ვიზიტორის კონტაქტების დადგენას ცდილობენ, „ომიკრონით“ ინფიცირების შემთხვევების რიცხვი  უკვე ხუთამდე გაიზარდა. ყველა მათგანი ქვეყანაში ახლად შესულ პირებს უკავშირდება.
ცნობილია, რომ ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის შეხვედრაზე ვიზიტორთა ქვეყანაში შესვლის რეგულაციების გამკაცრების საკითხის განხილვა იგეგმება, არ გამოირიცხება საზღვრების ხელახალი ჩაკეტვაც.
გავრცელებული ინფორმაციით, ხელისუფლება საზღვრებს კიდევ 2 კვირით ჩაკეტავს, რაც მეცნიერებს საშუალებას მისცემს, მოცემულ პერიოდში უფრო მეტი შეიტყონ „ომიკრონის“ მოქმედებისა და გავრცელების არეალის შესახებ.

წყარო: https://www.9news.com.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები