„ომიკრონის“ შტამის აღმოჩენის გამო, ქვეყნებში შეზღუდვები გრძელდება – ჰონგ-კონგში არარეზიდენტ ვიზიტორებს კვლავ არ უშვებენ

„ომიკრონის“ შტამის აღმოჩენის გამო, ჰონგ-კონგის ადგილობრივი მთავრობის ადმინისტრაციამ არარეზიდენტი ვიზიტორების რეგიონში შესვლის აკრძალვის გადაწყვეტილება განუსაზღვრელი ვადით ძალაში დატოვა.

დამატებითი შეზღუდვების თაობაზე დღეს ასევე იმსჯელებენ ავსტრალიის მთავრობაში ჩანიშნულ საგანგებო შეხვედრაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება ხელისუფლებამ მას შემდეგ მიიღო, რაც ქვეყანაში შემოსულ ხუთ ვიზიტორს ახალი შტამით ინფიცირება დაუდგინდა.

სინგაპურის ჯანდაცვის სამინისტროს სპიკერის განცხადებით, ვიზიტორებმა, რომლებსაც „ომიკრონის“ შტამით ინფიცირება ავსტრალიაში დაუდასტურდათ, სინგაპურის „ჩანგის“ აეროპორტით ისარგებლეს ტრანზიტული მგზავრობისას.

შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ „ომიკრონის“ შესახებ საგანგებო განცხადების გავრცელების შემდეგ სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებმა, მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის მიუხედავად, შტამის გავრცელების შესაჩერებლად ახალი კოვიდრეგულაციები აამოქმედეს.

წყარო: https://www.reuters.com/world/asia-pacific/hong-kong-expands-travel-curbs-omicron-fears-australia-reports-5-cases-2021-11-30/

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები