პერუში მიკროავტობუსი ხრამში გადავარდა, არიან დაღუპულები

პერუში მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნას, სულ მცირე, 10 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, მათ შორის ერთი ბავშვია. 7 მოქალაქე დაშავდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი რადიო RPP ავრცელებს.

შემთხვევა ამაზონასის რაიონში მოხდა, როდესაც მიკროავტობუსი ჩაჩაპოიას-მოიობამბას მარშრუტს გადიოდა.

როგორც მეხანძრე პედრო რუისმა თქვა, სატრანსპორტო საშუალება 300 მეტრის სიღრმეშია ჩავარდნილი.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები