ავსტრიაში ვაქცინაციაზე უარის თქმა მოქალაქეს შესაძლოა, 7 200 ევრო დაუჯდეს

ავსტრიის მთავრობა, კორონავირუსთან ბრძოლის ფარგლებში, კანონპროექტში ცვლილებას გეგმავს, რომლის მიხედვით ვაქცინაციაზე უარის თქმა შესაძლოა, მოქალაქის დაჯარიმებით ან თავისუფლების აღკვეთით დასრულდეს.

ამის შესახებ Die Presse-ი ხელისუფლების მიერ შემუშავებული კანონპროექტის სამუშაო ვერსიაზე დაყრდნობით იტყობინება.

გაზეთის ცნობით, სავალდებულო ვაქცინაცია გავრცელდება ყველაზე, ვინც ავსტრიაში ცხოვრობს, ზოგიერთი გამონაკლისის გარდა.

მოქალაქეები, რომლებიც ვაქცინაციისგან თავის არიდებას შეეცდებიან, დაჯარიმდებიან და თანხის ოდენობა შეადგენს 3,600 ევროდან 7,200 ევრომდე ან მათ ოთხი თვით დააპატიმრებენ.

სტატიაში აღნიშნულია, რომ მსგავსი ზომები ქვეყანაში 2022 წლის თებერვლიდან ამოქმედდება.

სავალდებულო ვაქცინაციისგან თავის არიდებას შეძლებენ მხოლოდ ისინი, ვისაც აცრა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის გამო არ შეუძლიათ, ასევე, ორსული ქალები და 12 წლამდე ასაკის ბავშვები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები