იტალიის ერთ სოფელში მოსახლეობის 104 პროცენტი აიცრა

ვიდრე ევროპის ქვეყნების ხელისუფლებები ცდილობენ, მაქსიმალურად გაააქტიურონ ვაქცინაციის კამპანია, იტალიაში, სიცილიაზე მდებარე სოფელ პალაცო ადრიანოში მოსახლეობის იმდენი პროცენტი აიცრა, რამდენიც მათემატიკურ წესებში არ ჯდება – 104 პროცენტი ვაქცინირებულია.

მონაცემი სტატისტიკური ხრიკია – ვაქცინაციის მაჩვენებელი იტალიის ქალაქებსა და სოფლებში შესაძლოა, თეორიულად აჭარბებდეს 100 პროცენტს, როდესაც იქ არაადგილობრივი მოსახლეობაც იკეთებს ვაქცინას.

„თითქოს წარმოუდგენელი სტატისტიკაა, თუმცა პალაცო ადრიანოში, გარდა ოფიციალური მცხოვრებლებისა, აიცრნენ მოქალაქეები, რომლებიც არ არიან აქ რეგისტრირებულნი”, – ამბობს მერი, ნიკოლო გრანა.

პალაცო ადრიანოში 2100 ადამიანი ცხოვრობს და ერთ-ერთია იმ 5 500 სოფელს შორის, სადაც 5 ათასზე ნაკლები ადამიანი ცხოვრობს. სოფელი ახალგაზრდებისგან დაცლილია, ამიტომ მოსახლეობის საშუალო ასაკი აქ 60 წელია.

კორონავირუსის გავრცელების შემთხვევაში, სოფელს რუკიდან გაქრობა ელის. სოფელში ამბობენ, რომ მარტში ისინი სერიოზული საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ.

„სხვა ქალაქიდან ჩამოსულმა ორმა ადამიანმა, რომლებმაც არ იცოდნენ, რომ კოვიდ დადებითები იყვნენ, სოფლის რამდენიმე მცხოვრები დააინფიცირა. საბოლოოდ, “კოვიდი” დაუდასტურდა 16 პირს. საბედნიეროდ, ახლა უკვე დაწყებულია ვაქცინაციის კამპანია”, – აცხადებს სოფლის კონსული სალვატორე სპატა.

იტალიაში სრულად ვაქცინირებული მოსახლეობის რაოდენობა 80 პროცენტს აჭარბებს.

ttps://www.theguardian.com/world/2021/nov/27/palazzo-adriano-sicilian-town-covid-vaccination-rate?CMP=fb_gu&utm_medium=Social&utm_source=Facebook&fbclid=IwAR0859ChHIcdcVVog1xpk6iQY3J8POkPtqTnFzm4xBysRid-SNV67g0ij8g#Echobox=1638008788

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები