Sinovac-ში აცხადებენ, რომ ვაქცინის ახალი ვერსიის დამზადება ძალიან სწრაფად შეიძლება

ჩინურ ფარმაცევტულ კომპანია Sinovac Biotech-ში განაცხადეს, რომ მზად არიან, საკუთარი ვაქცინა “ომიკრომონს” მოარგონ.

ამის შესახებ South China Morning Post-ი კომპანიის წარმომადგენლებზე დაყრდნობით იტყობინება.

„ტექნოლოგია და წარმოება მსგავსია, რაც საწყის შტამის შემთხვევაში იყო გამოყენებული და ვაქცინის პროტოტიპის დამზადება შეიძლება ძალიან სწრაფად, შტამის გამოკვეთის შემდეგ. წარმოება არ არის პრობლემა“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

ამასთან, “სინოვაკმა” აღნიშნა, რომ ახალი ვაქცინის მასიური წარმოებისთვის საჭიროა არაერთი კვლევის ჩატარება და შესაბამისი ნებართვის მიღება.

ფარმაცევტებმა განაცხადეს, რომ ამჟამად აგროვებენ ინფორმაციას ახალ შტამთან დაკავშირებით.

უპირველეს ყოვლისა, Sinovac-ს მოუწევს, განსაზღვროს, საჭიროა თუ არა ახალი ვაქცინის შექმნა “ომიკრონის” წინააღმდეგ.

აღსანიშნავია, რომ “სინოვაკში” არ დაუკონკრეტებიათ, თუ რა ვადას ითვალისწინებს ვაქცინის “ძალიან სწრაფი დამზადება”, მაშინ როდესაც, მაგალითად, “ფაიზერში” აცხადებენ, რომ ახალი პრეპარატის შექმნას 100-ზე ნაკლები დრო დასჭირდება, “მოდერნაში” კი ხაზი გაუსვეს, რომ თვეები დასჭირდება ახალი ვაქცინის შექმნას, დიდი რაოდენობით დამზადებასა და გადაზიდვას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები