ლუკაშენკო: აშშ-ს და ბრიტანეთს ევროკავშირის დანგრევა უნდათ და ახლა პოლონეთს იყენებენ

ბელორუსის ლიდერი, ალექსანდრე ლუკაშენკო დარწმუნებულია, რომ შეერთებული შტატები და დიდი ბრიტანეთი პოლონეთის მონაწილეობით, ევროკავშირის განადგურების გეგმებს აყალიბებენ.

ამის შესახებ მან ქვეყნის თავდაცვის სამინისტროში სამხედრო უსაფრთხოების თემაზე გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

“დასავლეთის საზღვარზე სიტუაცია არ არის ადვილი. თქვენ ხედავთ, რომ ეს პოლონელი ნაძირალები უკვე დადიან ქვეყნებში. გუშინაც შევნიშნეთ, სად წავიდა ქვეყნის პრემიერი, მორავეცკი – დიდ ბრიტანეთში. დარწმუნებული ვარ, აი, ნახავთ, ერთ-ორ წელიწადში მათ უნდათ ევროკავშირის განადგურება ამერიკის ხელშეწყობით“, – განაცხადა ლუკაშენკომ.

მისი თქმით, ”ამერიკელებს არ სჭირდებათ პარტნიორები, რომლებსაც მათთან გათანაბრება შეუძლიათ”.

ლუკაშენკოს თქმით, ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლა შემთხვევით არ მომხდარა.

“ახლა კი ფსონი პოლონეთზე იდება. ზოგიერთი მათგანი უკვე იწყებს ღიად გამოცხადებას: თუ ევროკავშირის სუბსიდიები ამოიწურება – ჩვენ არ გვჭირდება ევროკავშირი. ამიტომ, ყველაფერი კეთდება ევროკავშირის დასანგრევად,” – განმარტა ლუკაშენკომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები