შვეიცარიაში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგების მიხედვით, არსებული კოვიდრეგულაციები ძალაში რჩება
შვეიცარიაში კვირას გამართული რეფერენდუმის შედეგების მიხედვით, ე.წ. მწვანე პასპორტების გამოყენების პრაქტიკა ძალაში რჩება. ქვეყნის მთავრობამ რეფერენდუმი მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ე.წ. მწვანე პასპორტების გამოყენებას მოქალაქეების პროტესტი მოჰყვა. თუმცა შედეგებმა ცხადყო, რომ აღნიშნულ უკმაყოფილებას ქვეყნის უმრავლესობა არ იზიარებს. როგორც ცნობილია, შვეიცარიაში კვების ობიექტებში შესვლის უფლება მხოლოდ „მწვანე პასპორტის“ მფლობელებს აქვთ, რასაც დისკრიმინაციურად მიიჩნევს ქვეყანაში მცხოვრები არავაქცინირებული მოსახლეობა და მთავრობის მხრიდან იძულებითი იმუნიზაციის მცდელობად აღიქვამს.
‘რეფერენდუმის შედეგების გაანალიზების შედეგად აღმოჩნდა, რომ მთავრობის პოზიციას მხარს ქვეყნის უმრავლესობა უჭერს. „კოვიდ19“-ის საწინააღმდეგო რეგულაციებსა და შეზღუდვებს, მათ შორს ე.წ. მწვანე პასპორტების გამოყენების პრაქტიკას მხარი ამომრჩევლის 62-მა პროცენტმა დაუჭირა.
შეგახსენებთ, რომ „მწვანე პასპორტის“ არქონის შემთხვევაში, შვეიცარიის მოქალაქეებს ეკრძალებათ კვების ობიექტებში შესვლა, ასევე – სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ყოფნა. აღნიშნული შეზღუდვები მთავრობამ სექტემბრიდან დააწესა.
წყარო: https://www.dw.com/en/swiss-reject-plan-to-abolish-covi