ქუთაისთან დამაკავშირებელი უმოკლესი გზის რეაბილიტაცია სრულდება
იმერეთის რეგიონში შიდა სახელწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-საფიჩხია–ჭოგნარის საავტომობილო გზის 4,7- კილომეტრიან მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულდება. ქუთაისის ცენტრთან დამაკავშირებელი უმოკლესი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია 2014 წლის აპრილში დაიწყო. პროექტზე დასაქმდა 40 ადგილობრივი მოსახლე. ამ დროისათვის დაიგო ახალი ასფალტ–ბეტონის საფარი, მოეწყო ხელოვნური ნაგებობები, რკინა–ბეტონის მილები, კიუვეტები, მიერთებები, ეზოებში შესასვლელები, საგზაო ნიშნები და ავტობუსების გაჩერებები. დარჩენილია საგზაო ნიშნების მონტაჟისა და გზის ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოები. ქუთაისი–საფიჩხია–ჭოგნარის საავტომობილო გზა აკავშირებს ქუთაისსა და ქუთაისის შემოვლით გზას, მიმდებარე სოფლებს, ასევე, გზა უკავშირდება ბაგრატის ტაძარსა და გელათის მონასტერს.
რეაბილიტირებული მონაკვეთი ქუთაისის მოსახლეობისა და ტურისტებისთვის მგზავრობას სწრაფს, კომფორტულს და უსაფრთხოს გახდის. სარეაბილიტაციო სამუშაოებს სახელმწიფო დაფინანსებით შ.პ.ს „საქმილსადენმშენი“ ასრულებს, რომლის ღირებულებაც 3 018 000 ლარს შეადგენს. ქუთაისი-საფიჩხია–ჭოგნარის საავტომობილო გზა 25 წელზე მეტია არ შეკეთებულა. გზა ზაფხულის ბოლოს გაიხსნება.