პოლიციამ გიგი უგულავა სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიიდან განარიდა
თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიიდან, სადაც მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს, სამართალდამცველებმა ოპოზიციონერი პოლიტიკოსი – გიგი უგულავა ტერიტორიიდან, სავარაუდოდ, განარიდეს.
გიგი უგულავა მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებთან ერთად გზის სავალი ნაწილის მეორე მხარეს იმყოფებოდა, სადაც სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა.
შეგახსენებთ, ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობს, რომელსაც ექსპრეზიდენტი პირადად ესწრება.