ნიდერლანდებში „ომიკრონის“ შტამით ინფიცირების 13 შემთხვევა გამოვლინდა

ნიდერლანდების ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, გასული კვირის პარასკევს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან ჩასული პირებიდან 13-ს „ომიკრონის“ შტამი დაუდასტურდა.
მათივე განცხადებით, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან ჩაფრენილი ორი რეისის 600 მგზავრიდან 61-ს დაუდასტურდა კორონავირუსი. აქედან მხოლოდ ცამეტს დაუფიქსირდა „ომიკრონის“ შტამით ინფიცირება. ყველა მათგანი იზოლაციაში იმყოფება.
„არ გვაქვს მოლოდინი, რომ ნიდერლანდებში უფრო მეტი „ომიკრონის“ შტამით ინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდება“, – განაცხადა ნიდერლანდების ჯანდაცვის მინისტრმა, ჰიუგო დე ჯონმა.
ნიდერლანდების შესაბამისი ინსტიტუციები უკვე იკვლევენ 5000 პირს, რომლებსაც შესაძლოა, ჰქონოდათ „ომიკრონით“ ინფიცირებულ პაციენტებთან კონტაქტი. აღნიშნული პირები რამდენიმე დღის წინ ჩაფრინდნენ ნიდერლანდებში აფრიკის კონტინენტის რამდენიმე ქვეყნიდან, კერძოდ: სამხრეთ აფრიკიდან, ბოტსვანადან, ლესონტოდან, მოზამბიკიდან, ნამიბიიდან და ზიმბაბვედან.
შეგახსენებთ, რომ ჯანმო-მ „ომიკრონის“ შტამი ადამიანის სიცოცხლისთვის საშიში ვარიანტების სიაში შეიყვანა, რამაც სამედიცინო წრეები შეშაფოთა იმ ვარაუდის გამო, რომ შესაძლოა, ახალ შტამზე არსებული ვაქცინები არ მოქმედებდეს.

წყარო: https://www.reuters.com/world/europe/dutch-set-announce-findings-omicron-cases-among-safrica-travellers-2021-11-28/

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები