კულტურის მინისტრის პოსტი შესაძლოა, კახა კანდელაკმა დაიკავოს

საქართველოს კულტურის მინისტრის პოსტს, სავარაუდოდ, კომპანია „ისთერ ფრომოუშენის“ დამფუძნებელი კახა კანდელაკი დაიკავებს. კანდელაკმა დაადასტურა, რომ მას შეთავაზება ჰქონდა. მისივე თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას დღეს მიიღებს.
“შემოთავაზება ნამდვილად იყო, მაგრამ უნდა გადავწყვიტო. თუ ჩემი გუნდი მეყოლება და ისეთი პირობები მექნება, რომ შეგვეძლება კარგი სიტუაცია შევქმნათ, შეიძლება დავთანხმდე”, – აღნიშნა კანდელაკმა.
რეჟისორმა ნანა ჯანელიძემ შემოთავაზებულ კანდიდატურაზე უარი განაცხადა.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ მინისტრთა კაბინეტის წევრობის ახალი კანდიდატები წარადგინა, თუმცა კულტურის მინისტრის პოსტი ვაკანტური დატოვა. პრემიერის ინფორმაციით, კულტურის სამინისტროს ხელმძღვანელობის კანდიდატს დღეს დაასახელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები