ზოოპარკის თბილისის ზღვაზე გადატანის იდეა მხოლოდ კონცეპტუალურ დონეზე არსებობს

თბილისის ზოოპარკის გადატანასთან დაკავშირებით დედაქალაქის არჩეული მერის დავით ნარმანიას საარჩევნო შტაბი განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ ზოოპარკის თბილისის ზღვაზე გადატანის შესახებ ინიციატივა ნამდვილად განიხილება, თუმცა, ამ ეტაპზე აღნიშნული იდეა მხოლოდ კონცეპტუალურ დონეზე არსებობს.
“უკანასკნელი დღეების განმავლობაში სოციალურ ქსელებსა და მედიასაშუალებებში ვრცელდება თბილისის ახალი ზოოპარკის პროექტი, რომელიც თბილისის ზღვის ტერიტორიაზე განთავსდება. ვაცხადებთ, რომ ზოოპარკის თბილისის ზღვაზე გადატანის შესახებ ინიციატივა ნამდვილად განიხილება, თუმცა, ამ ეტაპზე აღნიშნული იდეა მხოლოდ კონცეპტუალურ დონეზე არსებობს. რაც შეეხება კონკრეტულ პროექტს, გამოცხადდება ღია კონკურსი, რის შემდეგაც გამოვლინდება საუკეთესო პროექტი და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყება მისი განხორციელება. კონკრეტულ დეტალებთან დაკავშირებით ინფორმაცია დაიტერესებულ საზოგადოებას მერის უფლებამოსილების ცნობის შემდეგ მიეწოდება”, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები