მიხეილ სარჯველაძე: სააკაშვილი ცდილობს, სამართლებრივ პასუხისმგებლობას წინ აღუდგეს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას გამოეხმაურა, რომ უმჯობესი იქნება, მისი გათავისუფლების კამპანიაზე საინიციატივო ჯგუფმა იმუშაოს.

სარჯველაძის თქმით, სააკაშვილი ცდილობს, სამართლებრივ პასუხისმგებლობას წინ აღუდგეს პოლიტიკური ან საზოგადოებრივი მოძრაობის შედეგად.

„მთავარი შეცდომა, რომელსაც უშვებს სააკაშვილი ასეთი ტიპის ინიციატივების წამოწყებისას, გახლავთ ის, რომ ის სამართლებრივი თვალსაზრისით პასუხისმგებელია კონკრეტული დანაშაულის ჩადენისთვის, მიმდინარეობს სამართალწარმოება და უკვე დამდგარია განაჩენებიც. ამ ფონზე, რელევანტური იქნებოდა სამართლებრივი არგუმენტებით ბრძოლა. როგორც ჩანს, სააკაშვილისთვის ეს არ არის მთავარი საკითხი და ის ცდილობს, სამართლებრივ პასუხისმგებლობას წინ აღუდგეს პოლიტიკური ან საზოგადოებრივი მოძრაობის შედეგად და არა – სამართლებრივი არგუმენტების გამოყენებით“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები