თინათინ ფანცულაია: საპატიმროს შემდეგ ჩემი მეუღლე თავს კარგად გრძნობს

ყოფილი მთავარი პოროკურორის ყოფილი მოადგილე დავით ჩხატარაშვილი წინასწარი პატიმრობიდან 15 ათასი ლარის სანაცვლოდ გათავისუფლდა – ამის შესახებ „კვირას“ საქალაქო სასამართლოდან აცნობეს.
როგორც საქალაქო სასამართლოში აცხადებენ, ადვოკატის შუამდგომლობა დავით ჩხატარაშვილის წინასწარი პატიმრობის შეცვლის თაობაზე, საქალაქო სასამართლომ 17 ივლისს დააკმაყოფილა. დავით ჩხატარაშვილს 8 -თვიანი პატიმრობა გირაოს გადახდის შედეგად შეეცვალა.
„რომლის საფუძველზეც დავით ჩხატარაშვილი დააკავეს, ამ ეტაპზე უკვე აღარ არსებობდა. პროკურატურა ითხოვდა წინასწარ პატიმრობაში დატოვებას, მაგრამ სასამართლომ მიიღო სწორი გადაწყვეტილება და ბრალლდებულს აღმკვეთი ღონისძიება შეუცვალა. გირაოს თანხის გადახდის შედეგად წინასწარი პატიმრობიდან ჩხატარაშვილი გათავისუფლდა“, – განაცხადა დავით ჩხატარაშვილის ადვოკატმა ზაზა ქაჩიბაიამ.
როგორც „კვირასთან“ დავით ჩხატარაშვილის მეუღლემ თინათინ ფანცულაიამ აღნიშნა, მისი მეუღლე საპატიმროს შემდეგ თავს კარგად გრძნობს.
„თავს კარგად გრძნობს და დანარჩენზე კი კომენტარს არ ვაკეთებ“, – აღნიშნა ფანცულაიამ და ტელეფონი გათიშა.
შეგახსენებთ, რომ ყოფილი მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე დავით ჩხატარაშვილი 2013 წლის 7 დეკემბერს დააკავეს. ჩხატარაშვილს ბრალად ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება; დამამცირებელი, არაადამინური მოპყრობის ორგანიზება; მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ მტკიცებულების ფალსიფიკაცია და დანაშაულის პროვოკაციის ორგანიზება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები