ირაკლი ქადაგიშვილი: ოპოზიციას ხელისუფლების ხელში ჩაგდების მანიაკური სწრაფვა ამოძრავებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ოპოზიციას მხოლოდ დესტრუქციული დღის წესრიგი აინტერესებს.

მისივე თქმით, ოპოზიციის მიზანი ხელისუფლების ხელში ჩაგდებაა.

„ისინი ჯიუტად ამ დესტრუქციულ დღის წესრიგს ადგანან. მათ არ აინტერესებთ, ქვეყანა როგორი იქნება. მათ ამოძრავებთ მხოლოდ ხელისუფლების ხელში ჩაგდების მანიაკური სწრაფვა. რამდენი არჩევნებიც  უნდა ჩაატარონ და რამდენჯერაც  უნდა დამარცხდნენ, ყოველ ჯერზე დაიწყებენ ერთსა და იმავე, ძველი ნარატივის ძახილს – ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები