ირაკლი ღარიბაშვილი: ვმუშაობთ, როგორ ვაქციოთ საქართველო აღმოსავლეთის ლუქსემბურგად

ჩემი იდეაა, გონიოში გაკეთდეს სპეციალური ეკონომიკური ზონა, მათ შორის ფინანსური ცენტრი, სათამაშო ქალაქიც შეიძლება იყოს. მულტიფუნქციური ქალაქი უნდა გაშენდეს გონიოში, სადაც შეიძლება რამდენიმე მილიარდი დოლარის ინვესტიცია განხორციელდეს, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, კონკრეტული გეგმა ამის თაობაზე უახლოეს თვეებში იქნება წარდგენილი.

„ბრალი დამდეს, თითქოს ჩემს პოლიტიკასა და ხედვებთან შეუსაბამობაში; ზაფხულში დავაანონსე, რომ აქტიურად ვამუშავებთ გონიოს პროექტს დ ამის თაობაზე რამდენიმე თვეში საზოგადოებას ვაცნობებთ. გონიოს პროექტი არის აბსოლუტურად სხვა. ჯერ ერთი, მე განვმარტე, რომ Land Casino-ებს არ ვეხებით, ეს ონლაინ-კაზინოებზეა, მთავარი პრობლემა ეს არის. 2-3 ლარით ახალგაზრდა და მით უმეტეს სოციალურად დაუცველი კაზინოში ვერ შევა და ეს პრობლემა არ არსებობს. ჩემი იდეაა, გონიოში გაკეთდეს სპეციალური ეკონომიკური ზონა, მათ შორის ფინანსური ცენტრი, სათამაშო ქალაქიც შეიძლება იყოს. მულტიფუნქციური ქალაქი უნდა გაშენდეს გონიოში, სადაც შეიძლება რამდენიმე მილიარდი დოლარის ინვესტიცია განხორციელდეს. ამის თაობაზე გეგმას უახლოეს თვეებში წარმოვადგენთ. მიმდინარეობს მუშაობა გენერალურ გეგმაზე, ვარჩევთ საუკეთესო უცხოურ კომპანიებს, რომლებიც გააკეთებენ გონიოს განვითარების გენერალურ გეგმას და რეალურად ახალი ქალაქი უნდა ავაშენოთ გონიოში. იქ შეიძლება იყოს ყველაფერი, მათ შორის Gambling city უნდა გაკეთდეს, შეიძლება იყოს კაზინოებიც, ფინანსური ცენტრებიც, ბანკებიც, ოფისები, საცხოვრებელი აპარტამენტები, სასტუმროები და ა.შ. ჩვენ ამის წინააღმდეგი არ ვართ. რა თქმა უნდა, ტურიზმი ერთ-ერთი მთავარი დრაივერი და მამოძრავებელია ჩვენი ეკონომიკის, ჩვენი ამის წინააღმდეგი არ ვართ, მაგრამ ეს უნდა იყოს კარგად გააზრებული, ხალხის და ქვეყნის ინტერესებზე მორგებული. აქვე გეტყვით, რომ დაწყებული გვაქვს მუშაობა ფინანსურ ცენტრებზე, ერთ-ერთი კონსულტანტის მიერ მოწოდებული კონცეფციაა და ამაზეც ვმუშაობთ, თუ როგორ ვაქციოთ საქართველო და გვაქვს ამის რეალური შესაძლებლობა, აღმოსავლეთის ლუქსემბურგად. ამის თაობაზე ჩვენ ძალიან მალე გავაკეთებთ კონკრეტულ პაკეტებს და შემოთავაზებებს. ფინანსური ცენტრის შექმნა გვინდა ასევე თბილისშიც, ქუთაისშიც ტექნოლოგიური პარკის და AT-მიმართულებით დამატებითი ზონის შექმნაც და ვფიქრობთ, რომ ჩვენ შევძლებთ ძალიან ბევრი მიმზიდველი პროდუქტის შეთავაზებას უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად”, – აღნიშნა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები