ოთარ გრიგოლია: დღეს მოვისმინე ისეთი სისულელე, როგორიც არის  – “სახელმწიფო სამუშაო ადგილებს არ ქმნის”

“დღეს მოვისმინე ისეთი სისულელე, როგორიც არის  – “სახელმწიფო სამუშაო ადგილებს არ ქმნის”, – ამის შესახებ გლდანის ყოფილი გამგებელი, ოთარ გრიგოლია სოციალურ ქსელში წერს.
როგორც გრიგოლია აღნიშნავს, მას ეგონა, რომ “რომ დიდი დეპრესიის შემდეგ, ასეთ სისულელეს ფანატიკური ლიბერტარიანული დაჯგუფებების გარდა არავინ ამბობდა”.
“მეგონა, რომ დიდი დეპრესიის შემდეგ ასეთ სისულელეს ფანატიკური ლიბერტარიანული დაჯგუფებების გარდა არავინ ამბობდა, მაგრამ, სად იყო და სად არა, ქართველი “ექსპერტული” აზრის მეინსტრიმ მოსაზრება ყოფილა.
დაახლოებით, ისეთი რადიკალური რამეა, ჩინეთი არ არსებობსო, რომ თქვა.
არა, კი იტყვი, რა პრობლემაა, ენას ძვალი არ აქვს, უბრალოდ, ტელევიზიით არ უნდა გაშუქებდნენ”, – წერს ოთარ გრიგოლია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები