ლიზა იასკო: სააკაშვილი თავს ცუდად გრძნობს, თუმცა, უკეთ გამოიყურება – საჭიროა, ის იყოს თავისუფლებაზე
“სამწუხაროდ, ის თავს ცუდად გრძნობს, თუმცა, უკეთ გამოიყურება. მე არ ვარ ექიმი და რთულია იმის თქმა, თუ როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, მაგრამ ის სუსტადაა”, – ამის შესახებ რადას დეპუტატმა, ლიზა იასკომ გორის ჰოსპიტალში პატიმარი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოსწორებას დიდი დრო სჭირდება.
“სამწუხაროდ, ის თავს ცუდად გრძნობს, თუმცა, უკეთ გამოიყურება. მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა არ არის შესაბამისი. მე არ ვარ ექიმი და რთულია იმის თქმა, თუ როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, მაგრამ ის სუსტადაა. მას სხვადასხვა სიმპტომი აქვს, ახლა მნიშვნელოვანია, ვიპოვოთ გამოსავალი, რომელიც მის სამედიცინო რეაბილიტაციას შეეხება და საჭიროა ის იყოს თავისუფლებაზე. გასული დღეების განმავლობაში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა და ამის გამოსწორებას ძალიან დიდი დრო სჭირდება”, – განაცხადა ლიზა იასკომ.