გიული ალასანია შვილის მოსანახულებლად გორის სამხედრო ჰოსპიტალში მივიდა
გიული ალასანია შვილის, პატიმარი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად გორის სამხედრო ჰოსპიტალში მივიდა
გიული ალასანიას თქმით, გუშინ, ჰოსპიტალში სამუშაო საათების ამოწურვის მიზეზით, არ შეუშვეს.
“გუშინ ვიყავი მოსული და არ შემიშვეს სამუშაო საათები დასრულებულიაო და ახლა ვცდილობ, რომ შევიდე, არავითარი ინფორმაცია არ მაქვს, ველოდები – რომ შემიშვან”, – განაცხადა გიული ალასანიამ.
გორის ჰოსპიტალში დღეს უფლებადამცველებსაც ელოდებიან. საქართველოს მესამე პრეზიდენტს, 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ, სწორედ სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობენ.