განსაკუთრებული საჩუქარი ნათია ფანჯიკიძეს

ნათია ფანჯიკიძეს ფსიქორეაბილიტაციის ცენტრ „კამარას“ თანამშრომლებმა განსაკუთრებული საჩუქარი მიუძღვნეს.
„მსოფლიოში ყველაზე ძვირფასი, ყველაზე ნამდვილი საჩუქარი დამახვედრეს დღეს ჩემმა კამარელმა თანამშრომლებმა, ისეთი საჩუქარი, სიცოცხლე რომ ღირს ამისთვის. მე – სუროს თმებით“ – წერს ნათია ფანჯიკიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
ნათია ფანჯიკიძე,ირაკლი ალასანიას მეუღლეამასთანავე, ცენტრის თერაპიის პროგრამის ხელმძღვანელი და არტთერაპევტი ნათია ფანჯიკიძე იმ ფოტო-მასალას აქვეყნებს, სადაც ასახულია,  თუ როგორ ქმნიდნენ „კამარელები“ მისთვის განსაკუთრებულ საჩუქარს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიობლიოთეკაში „კამარელების“ ნამუშევრების გამოფენა თითქმის ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. მას საზოგადოების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
შეგახსენებთ, რომ „ კამარა“ ფსიქორეაბილიტაციის ცენტრია, სადაც ნივთიერებაზე დამოკიდებული ადამიანები თერაპიის კურსს გადიან. თავად ნათია ფანჯიკიძე “კამარელებს” პაციენტებს არ უწოდებს. მისი თქმით, „კამერელებს“ გოგი გვახარიამ თანამშრომლები დაარქვა .
„ვთანამშრომლობთ დაავადების წინააღმდეგ ბრძოლაში“,  – ამბობს ნათია ფანჯიკიძე.

jhgj

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები