ზურაბ ქადაგიძე – სახალხო დამცველზე: დღეს პოლიტიკურ ღონისძიებას უერთდება და ხვალ ალბათ ოფიციალურად გახდება “ნაცმოძრაობის” ადვოკატი
ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ღონისძიებას გამოეხმაურა, რომელიც მოუწოდებს საზოგადოებას, დღეს, 19:00 საათზე შეუერთდეს ე.წ. „ივენთს“ სახელწოდებით “გადაიყვანეთ ირაკლი კობახიძე”.
როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, საინტერესოა, რომ ნინო ლომჯარია უერთდება აღნიშნულ პოლიტიკურ ღონისძიებას და შემდეგში არ უნდა გაგვიკვირდეს თუ მას ოფიციალურად ვიხილავთ „ნაციონალური მოძრაობის“ ადვოკატად.
„მაგარი სახალხო დამცველი გვყავს. სტრასბურგმა გუშინ უთხრა: შენ ისედაც მხარე ხარ და აბა მესამე რანაირად გამოხვალო? დღეს პოლიტიკურ ღონისძიებას უერთდება და ხვალ ალბათ ოფიციალურად გახდება ნაც-მოძრაობის ადვოკატი…ისე რა პარადოქსების ქვეყანა ვართ არა? პატიმრები, რომ სახალხო დამცველს გაგინებენ და შენ თავი “ომბუდსმენი” გგონია…“- წერს ქადაგიძე.