დღეს მიხეილ სააკაშვილთან გორის სამხედრო ჰოსპიტალში ჯანდაცვის სამინისტროს კონსილიუმის წევრები მივლენ

დღეს გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოთავსებულ მსჯავრდებულ ექსპრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შექმნილი კონსილიუმის წევრები მოინახულებენ. ამის შესახებ ჟურნალისტებს სააკაშვილის პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ განუცხადა.

„მიხეილ სააკაშვილი აიყვანეს ინტენსიური თერაპიის პალატაში, მას პირველადი რეანიმაციული დახმარება გაეწია და გადავიდა ინტენსიურ თერაპიაში. ტრანსპორტირება ჩატარდა ნორმალურად, კარგად, მოხერხდა ავადმყოფის ჩამოყვანა გორში, ჩაუტარდა რამდენიმე ტესტი იქვე, დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში. მდგომარეობა მძიმეა, რთულია.

აქ მომუშავე ბევრ ექიმს ვიცნობ, საკმაოდ გამოცდილი და კარგი ექიმები არიან. ასევე მორიგეობს რესპუბლიკური საავადმყოფოს ჯგუფი, რეანიმატოლოგები, რომლებიც დღესაც დარჩებიან და აქ იქნებიან მუდმივად მორიგეობით“, – განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები