სოზარ სუბარი: დევნილთა პრობლემებს კარგად ვიცნობ
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრობის კანდიდატის, სოზარ სუბარის განცხადებით, დევნილების პრობლემებს კარგად იცნობს, – ამის შესახებ სუბარმა დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
“დეტალურად ვსწავლობდით ცალკე მცხოვრებ, კომპაქტურად ჩასახლებულ ქალაქსა თუ სოფლად მცხოვრებლების პრობლემებს. ის გამოცდილება, რომელიც მაქვს მენეჯმენტის, თუნდაც ყოფილი სამინისტროდან, თუნდაც მანამდე, ასევე ის გუნდი, რომელთან ერთადაც ვმუშაობდი, მაძლევს საშუალებას, რომ ასევე წარმატებით გაგრძელდეს იმ პრობლემების გადაჭრა, რომელიც დაწყებულია ამ ორი წლის განმავლობაში და გაგრძელდება მომავალშიც. გეგმა, რომელიც მთავრობას აქვს, ამ მიმართულებით გაგრძელდება და კიდევ უფრო დაზუსტდება”, – აღნიშნა სოზარ სუბარმა. მისივე თქმით, პირველი, რასაც დაიწყებს, სწორედ ამ გეგმის კორექტირება და დროში გაწერა იქნება.