იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას რაიმე ფორმით ხელს შეუშლის, პატიმარს მე-18 პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნებენ.
მისივე განცხადებით, ნებისმიერი კანონდამრღვევი უმკაცრესად აგებს პასუხს.
“ხაზგასმით მინდა, ვთქვა, ოპონენტების მხრიდან ნებისმიერი პროვოკაციის შემთხვევაში, რამაც შეიძლება, ხელი შეუშალოს პატიმრის გადაყვანას და შემდგომ – სამედიცინო პერსონალის მუშაობას, პატიმარი გადაყვანილი იქნება ნომერ მე-18 პენიტენციურ დაწესებულებაში. ნებისმიერი კანონდამრღვევი უმკაცრესად აგებს პასუხს კანონის წინაშე”, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.