ოკუპირებულ აფხაზეთში ფსიქიატრიული საავადმყოფოდან პაციენტები გაიქცნენ
ოკუპირებულ აფხაზეთში რესპუბლიკური სპეციალიზებული ფსიქიატრიული საავადმყოფოდან ორი პაციენტი გაიქცა.
დაწესებულება დატოვა 1982 წელს დაბადებულმა, ჩაკუა ათეიბამ, რომელიც 2019 წელს აგვისტოში მკვლელობასა და იარაღის უკანონო შენახვაშია ბრალდებული და 1997 წელს დაბადებულმა რომან ბეიამ, რომელსაც ბრალად ედება სხვისი ქონების ქურდობის მცდელობა, რომელიც ჩადენილია პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთქმულების შედეგად.
დანაშაული 2020 წლის აგვისტოში გაგრის რაიონის სოფელ ალახაძეშია ჩადენილი.
აღსანიშნავია, რომ ჩაკუა ათეიბა 2021 წლის თებერვალში გაათავისუფლეს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან – მკაცრი ტიპის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მკურნალობის სახით იძულებითი სამედიცინო ღონისძიების დანიშვნით.
მიმდინარე წლის მაისში რომან ბეია ასევე გადაიყვანეს იძულებით პატიმრობაში ფსიქიატრიული საავადმყოფოს მკაცრი ზედამხედველობის განყოფილებაში, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებით.
თუმცა, ე.წ. ძალოვნებმა გაქცეულები სოხუმში დააკავეს. ამჟამად, მათ მიმართ შესაბამისი ღონისძიებების გატარება გრძელდება.