კიევში სააკაშვილთან დაახლოებული ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი ჩაცხრილეს

კიევში 16 ნოემბერს სასამართლოს შენობასთან ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი, 42 წლის ირაკლი მალანია ჩაცხრილეს.

შესაბამისი ინფორმაცია უკრაინის ეროვნულმა პოლიციამ გაავრცელა.

როგორც მალანიას ადვოკატმა, ვადიმ ვოლოდარსკიმ თქვა, მძიმე მდგომარეობაში მყოფი ირაკლი მალანია საავადმყოფოში გადაიყვანეს, ცეცხლსასროლი იარაღით მას ჭრილობები მარცხენა ბარძაყის, მარჯვენა ფეხის, მუცლისა და ზურგის არეში აქვს მიყენებული.

რაც შეეხება თავდამსხმელს, ის შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მან 6 გასროლა განახორციელა, მათგან 4 მალანიას მოხვდა.

ამჟამად, უკრაინელი ძალოვანები მომხდარის რამდენიმე ვერსიას განიხილავენ, თუ რა შეიძლება, გამხდარიყო მომხდარის მიზეზი.

ერთ-ერთი ვერსიის სახით არ გამოირიცხება მალანიას “პროფესიული გამარჯვებები”, – წერს Dетектив-Info.

ამასთან, გამოცემა წერს, რომ მალანია მიხეილ სააკაშვილთან დაახლოებული პირი იყო და ოდესის გუბერნატორობის დროს ციხიდან სწორედ მიშამ დაიხსნა. უფრო კონკრეტულად კი, მალანიას ბრალად ედებოდა უკრაინის შს მინისტრის, არსენ ავაკოვის ნათესავზე თავდასხმა და სანამ ავაკოვი მინისტრი იყო, მალანიას გამოშვებაზე საუბარიც კი არ მიდიოდა, თუმცა, როგორც კი ავაკოვი მოხსნეს, სააკაშვილმა მაქსიმუმი გააკეთა მალანიას ციხიდან გამოსაშვებად.

არსებული ინფორმაციით, ირაკლი მალანია ვატო ყიფიანის გარემოცვის წევრად ითვლებოდა, ყიფიანი კი სააკაშვილს პირად მტრად ჰყავს გამოცხადებული, თუმცა, უკრაინული გამოცემა ამბობს, რომ მალანია სააკაშვილთან ღიად მას შემდეგ გამოჩნდა, რაც ყიფიანი საქართველოში ძმები ფეიქრიშვილების მკვლელობის შეკვეთაში დაადანაშაულეს და დააკავეს.

გამოცემის ცნობითვე, სწორედ მალანია უზრუნველყოფდა სააკაშვილის უსაფრთხოებას უკრაინაში; რაც მთავარია, სწორედ მისი მეშვეობით მოხდა სააკაშვილის საქართველოში დაბრუნება და ის გზა, რომელიც მან გაიარა, თავიდან ბოლომდე სწორედ ე.წ. კრიმინალურმა ავტორიტეტმა დაგეგმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები