სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო სამეგრელოში 12 წლის მოზარდის გაუპატიურების “საქმეში” ჩაერთო. სააგენტოს განცხადებით, მოზარდთან ფსიქოლოგი მუშაობს და შემდგომი ინტერვენციები საჭიროებისამებრ დაიგეგმება.
“სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო ჩართულია შემთხვევაზე მუშაობის პროცესში. სააგენტოს წარმომადგენელმა ბავშვს გაუწია საპროცესო წარმომადგენლობა, ასევე, ჩართულია და შემთხვევაზე მუშაობს ფსიქოლოგი. სააგენტო, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, აგრძელებს მუშაობს და, ბავშვის საჭიროებებიდან გამომდინარე, დაიგეგმება შემდგომი ინტერვენცია”, – აღნიშნულია განცხადებაში.