გიორგი მღებრიშვილი: მე მომხრე ვარ, სამინისტროში ყველა პროცესი გამჭვირვალე იყოს

   სასჯელაღსრულების მინისტრის პოსტზე წარდგენილი გიორგი მღებრიშვილი პრემიერის ნდობის გამართლებას შეეცდება. ამის შესახებ მან მინისტრობის კანდიდატების წარდგენის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“მადლობა მინდა გადავუხადო პრემიერს იმ ნდობისთვის, რომელიც გამომიცხადა. ურთულესი სამინისტროა, ვაცნობიერებ რა ამას, ჩემი მთავარი მოტივაცია პრემიერის ნდობის გამართლება იქნება“, – აღნიშნა მღებრიშვილმა. როგორც მინისტრობის კანდიდატმა განაცხადა, მისი მმართველობის პერიოდში უწყება გამჭვირვალე იქნება. მღებრიშვილი სამინისტროში საკადრო ცვლილებების შესახებ საუბარს ნაადრევად მიიჩნევს.
“არაფერი შეიზღუდება ჩემი მინისტრობის პერიოდში. მე მომხრე ვარ, სამინისტროში ყველა პროცესი გამჭვირვალე იყოს. ჩემი გამინისტრების შემთხვევაში, ის რეფორმები, რასაც სოზარ სუბარი ატარებდა, გაგრძელდება და მათ ლოგიკურ დასასრულამდე მივიყვანთ”, – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები