ოკუპირებულ აფხაზეთში პური შესაძლოა, 1,20 ლარამდე გაძვირდეს

ოკუპირებულ აფხაზეთში პურის ფასი შესაძლოა, 28 რუბლამდე (1,20 ლარი) გაიზარდოს.

ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

შესაბამისი წინადადებით ე.წ. მთავრობას მწარმოებლებმა მიმართეს. მიზეზად კი ნედლეულის, წარმოებისა და ტრანსპორტირების გაძვირება გახდა.

როგორც ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მცხობელთა გილდიის წევრმა, ნონა ჭანტურიამ თქვა, „ბევრად იაფია, როდესაც ადამიანი თვითონ ამზადებს ცომს, პურს აცხობს, მაგრამ ეს არის წარმოება, სადაც ხალხი მუშაობს. პრობლემა ის არის, რომ დღეს ვერ ვპოულობთ კვალიფიციურ თანამშრომლებს. მათ უბრალოდ არ სურთ, იმუშაონ ამ წარმოებაში, რადგან ხელფასები უმნიშვნელოა“.

ასევე, მისი თქმით, გაძვირებაზე საწვავის ფასის ზრდამაც მოახდინა გავლენა. ასევე, ე.წ რესპუბლიკაში ელექტრონერგიის ხშირი გამორთვის გამო, მწარმოებლები იძლებულნი ხდებიან, დიზელის საწვავი შეიძინონ.

მცხობელები აღნიშნავენ, რომ საკუთარი წარმოების შენარჩუნება წამგებიანი ხდება და ამის მიზეზია, რომ ე.წ. ხელისუფლებას მიმართავენ.

უკანასკნელად, ოკუპირებულ აფხაზეთში პურის ფასი 2019 წელს 20,5 რუბლიდან 24 რუბლამდე გაიზარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები