მამუკა მდინარაძე: წარმოუდგენელია მიხეილ სააკაშვილის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის კადრებისა და პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული პატიმრის წამების კადრების შედარება

“წარმოუდგენელია მიხეილ სააკაშვილის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის კადრებისა და პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული პატიმრის წამების კადრების შედარება”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, იუსტიციის სამინისტრო იძულებული იყო, სააკაშვილის გადაყვანის კადრები გაესაჯაროებინა.

„წარმოუდგენელია მიხეილ სააკაშვილის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის კადრებისა და პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული პატიმრის წამების კადრების შედარება. უკვე შეცდომაში შეიყვანთ ხალხს, როგორც კი ამას შეადარებთ. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის კადრების გავრცელება – არგავრცელებას, როცა იუსტიციის სამინისტროს აყენებენ ცუდსა და უარეს შორის არჩევანის წინაშე, შეიძლება ცუდი აირჩიოს, იმიტომ, რომ მართლა ცუდი იყო სანახავად ის კადრები. თუმცა, უარესი იცი რა იყო? – როცა სამი დღის განმავლობაში სამი ტელევიზია იტყუებოდა, პოლიტიკოსები იტყუებოდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილი ათრიეს პატიმრების დასანახად, აგინებინეს პატიმრებს, შეურაცხყოფდნენ, ცემდნენ, ამ ტყუილის გამოსარიცხად იყო კადრების გავრცელება. ის იყო მართალი, რაც გავრცელდა და წინა სამი დღის განმავლობაში, რასაც ლაპარაკობდნენ და მერე ხმა რომ არ ამოუღიათ, ის იყო ტყუილი. საზოგადოება ამ ტყუილს დაიჯერებდა, იმიტომ, რომ მეორე ვერსია არ იყო, საპირისპირო. იუსტიციის სამინისტრო იძულებული ხდებოდა, რომ ეს კადრები გამოექვეყნებინა. მან გადაწყვიტა, კი ბატონო ცუდია ეს კადრი, არაა კარგი სანახავი, მაგრამ ტყუილი რომ არ გავიდეს, გამოქვეყნდა კადრები, რომელიც ცუდია”, – განაცხადა მდინარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები