12 წლის მოზარდის გაუპატიურებას მამა შეესწრო – რა დეტალები ხდება ცნობილი სამეგრელოში მომხდარზე

სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში 12 წლის მოზარდის გაუპატიურებას 40-წლამდე მამაკაცს ედავებიან. შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ზუგდიდის მკვიდრია და ის სოფელში სტუმრად იმყოფებოდა. ამავე ინფორმაციის თანახმად, გაუპატიურების ფაქტი 12 წლის მოზარდის ოჯახში მოხდა – იმ დროს, როცა სახლში არავინ იყო. დაზარალებული მოზარდის მამა ამბობს, რომ ფაქტს თავად შეესწრო და 40 წლის მამაკაცს ფიზიკურად გაუსწორდა, შემდეგ კი პოლიციას ჩააბარა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 140-ე მუხლით მომდინარეობს, რაც 16 წლის ასაკის მიუღწეველთან სექსუალური ხასიათის ქმედებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები