ირაკლი კობახიძე – სააკაშვილზე: მოხსნა თავისი ულტიმატუმი თუ რაც არის, გათავისუფლებასთან დაკავშირებით. ერთადერთი რასაც ითხოვს, არის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანა, რაც აბსოლუტურად გაუგებარია
„მან მოხსნა თავისი ულტიმატუმი თუ რაც არის, გათავისუფლებასთან დაკავშირებით. ერთადერთი რასაც ითხოვს, არის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანა, რაც აბსოლუტურად გაუგებარია. ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას, გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
“თან ამბობს, რომ როგორც კი გადავა სამოქალაქო საავადმყოფოში, მაშინვე შეწყვეტს შიმშილობას. მაშინ, როდესაც ყველამ იცის, რომ არავითარი განსაკუთრებული მკურნალობა არ სჭირდება შიმშილობის შემდგომ პერიოდს. ეს არის მარტივად, დოზირებით საკვების მიღება და ანალიზები, რაც შეიძლება გაკეთდეს გლდანშიც“, – განაცხადა კობახიძემ.
კობახიძის განცხადებით, ერთადერთი საავადმყოფო, რომელსაც აქვს მოშიმშილე პატიმრის მკურნალობის გამოცდილება, სწორედ გლდანის ციხის საავადმყოფოა.
„ეს პროცესი გამოიარა 2000-ზე პატიმარმა გაიარა. ციხის გარეთ, ამის გამოცდილება არც ერთ საავადმყოფოს არა აქვს. აქედან რა ჩანს, რომ რაღაც თვითმიზანია სააკაშვილის ციხიდან გაყვანა“, – აღნიშნა კობახიძემ.