ირაკლი ღარიბაშვილი: მინისტრთა კაბინეტის განახლება ემსახურება იმას, რომ უფრო ეფექტურები ვიყოთ

   პრემიერმა-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მინისტრთა კაბინეტის განახლება მთავრობის მუშაობის ეფექტურობის გაზრდას ემსახურება.
“ჩვენ ვართ ძალიან ეფექტური მთავრობა. ეს განახლება ემსახურება იმას, რომ კიდევ უფრო ეფექტურები ვიყოთ. ასევე, ის ხარვეზები, რომელიც ამა თუ იმ უწყებაში ამ დრომდე დაფიქსირებულა, მაქსიმალურად მოკლე დროში გამოსწორდეს”, – აღნიშნა პრემიერმა მთავრობის ადმინისტრაციაში, მინისტრთა კაბინეტის წევრობის კანდიდატების წარდგენისას.
ირაკლი ღარიბაშვილმა “ნაციონალური მოძრაობის” წევრების განცხადებებს, რომ ეს ცვლილებები ფასადურია, აბსურდული და უსაფუძვლო უწოდა.
“არ ვაპირებ უმცირესობის მიერ გამოთქმულ აბსურდულ და ყოვლად უსაფუძვლო კომენტარებზე გავაკეთო რაიმე განცხადება”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები