თეა წულუკიანი: ყველა ურთიერთობა სხვა სახელმწიფოებსა და მათ წარმომადგენლებთან უნდა ეფუძნებოდეს ურთიერთპატივისცემას
“არ მაინტერესებს არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებები, თუ ეს არ მეხმარება ვიმუშაო კიდევ უკეთესად”, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა 21 არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლების ერთობლივი განცხადების შეფასებისას განაცხადა.
მინისტრის შეფასებით, ყველა ურთიერთობა სხვა სახელმწიფოებსა და მათ წარმომადგენლებთან უნდა ეფუძნებოდეს ურთიერთპატივისცემას და აღნიშნა, რომ ეს მარტივი პრინციპია, რომელიც მოქმედებს ნებისმიერ სახელმწიფოში.
„არ მაინტერესებს არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებები, თუ ეს არ მეხმარება მუშაობასა და იმაში, რომ ვიმუშაო უკეთესად, კიდევ უფრო უკეთესად. მე მაქვს ის პოზიცია, რაც ნებისმიერ ქართველს ამ ქვეყანაში. საქართველო სუვერენული სახელმწიფოა, საქართველო თავისი დამოუკიდებლობა მოიპოვა, თავისი მეგობრების დახმარებით, რა თქმა უნდა, მაგრამ საკუთარი სისხლით, მათ შორის, ახალგაზრდა გოგოებისა და ბიჭების. ამ დამოუკიდებლობას მოფრთხილება სჭირდება და მუდმივად შეხსენება ყველასთვის, რომ ჩვენ ვართ ძალიან ძველი და დიდი კულტურის ერი. შესაბამისად, ყველა ურთიერთობა სხვა სახელმწიფოებსა და მათ წარმომადგენლებთან უნდა ეფუძნებოდეს ურთიერთპატივისცემას, ეს არის და ეს. ეს მარტივი პრინციპია, რომელიც მოქმედებს ნებისმიერ სხვა სახელმწიფოში“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.