პროკურატურის პრესსამსახურის უფროსს თემურ დოლიძეს უფლებამოსილება შეუწყდა
საქართველოს მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსს თემურ დოლიძეს, “საჯარო სამსახურის შესახებ კანონის” შესაბამისად, უფლებამოსილება 1 ივლისს შეუწყდა.
როგორც მან „კვირასთან“ განმარტა, გავრცელებული ინფორმაცია, რომ ის სამსახურიდან სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ერთ-ერთი სტატუსის გამო გაათავისუფლეს, სიმართლეს არ შეესაბამება.
მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულ კანდიდატურაზე ვაკანსია გამოცხადდა, ის მონაწილეობას მიიღებს კონკურსში.
„1 ივლისს შემიწყდა უფლებამოსილება. თუ კონკურსი გამოცხადდება უახლოეს დღეებში, მე აუცილებლად მივიღებ მონაწილეობას. თუ კონკურსი არ გამოცხადდა სექტემბრამდე, ან ოქტომბრამდე და კონკურსის გამოცხადება უვადოდ გაიწელება, მანამდე შეიძლება სხვა სამსახურშიც მიხილოთ “, – განაცხადა თემურ დოლიძემ.