“თალიბანის” მოსვლის შემდეგ, ავღანეთში ოპიუმის წარმოება გაიზარდა
ხელისუფლებაში “თალიბანის” მოსვლით გამოწვეული არასტაბილურობის გამო, 2021 წელს ავღანეთში ოპიუმის წარმოება 2020 წელთან შედარებით 8%-ით გაიზარდა.
ამის შესახებ გაერო-ს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის ანგარიშშია ნათქვამი.
დოკუმენტის მიხედვით, დღეისათვის ავღანეთში ოპიუმის მოსავალმა 6,8 ათას ტონას მიაღწია.
2021 წელს მსოფლიო ბაზარზე, დაახლოებით, 320 ტონა სუფთა ავღანური ჰეროინი იქნა ექსპორტირებული. ავღანურ ჰეროინზე ბაზრის 80% მოდის.
„ავღანეთში არსებული ვითარება მოითხოვს საერთაშორისო საზოგადოების სასწრაფო ჩარევას. ავღანელი ხალხისთვის, გაერო-ს მხარდაჭერის ფარგლებში, აუცილებელია ნარკოტიკების უკანონო კულტივაციისა და წარმოების მდგრადი შემცირება“, – ნათქვამია მოხსენებაში.