კობახიძე – სააკაშვილზე: ის არის ღირებულებით კონფლიქტში სტრასბურგის სასამართლოსთან და ზოგადად ყველაფერთან, რაც ქვეყნის განვითარებას უკავშირდება
“ეს არის სტრასბურგის სასამართლოს მკაფიო მოწოდება, რომელსაც, სამწუხაროდ, მიხეილ სააკაშვილი არ ასრულებს”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის შეწყვეტაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, სააკაშვილი არის ღირებულებით კონფლიქტში სტრასბურგის სასამართლოსთან და ზოგადად ყველაფერთან, რაც ქვეყნის განვითარებას უკავშირდება.
„მიხეილ სააკაშვილმა ეს მოწოდება რომ შეასრულოს, ბუნებრივია, ყველაფერი შეიცვლება, თუმცა, ეს არის რაღაც შანტაჟის ფორმა, რომელსაც ის იყენებს, რაც არის ძალიან სამწუხარო. ყველაფერი არის მიხეილ სააკაშვილის ხელში, თუ ის დაუყოვნებლივ შეასრულებს სტრასბურგის სასამართლოს მოწოდებას და შეწყვეტს შიმშილობას, მაშინ ელენე ხოშტარიაც შეწყვეტს შიმშილობას. ის ამას არ აკეთებს ერთი მარტივი მიზეზის გამო – ის არის ღირებულებით კონფლიქტში სტრასბურგის სასამართლოსთან და ზოგადად ყველაფერთან, რაც უკავშირდება ქვეყნის განვითარებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.