ნოდარ ხადური: ხელისუფლების დამსახურებაა, რომ დაპირებების შესრულება შესაძლებელი გახდა

   ხელისუფლების დამსახურებაა ის, რომ ბიუჯეტში არსებული პრობლემების მიუხედავად, შესაძლებელი გახდა მათი დაპირებების შესრულება – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განაცხადა. მისი თქმით, მან საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრაზე ყველა შეკითხვას კონკრეტული პასუხები გასცა.
“ჩემი მხრიდან ყველა კითხვაზე იყო არგუმენტირებული პასუხი, იყო ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ გასულ წელს ბიუჯეტში არსებული პრობლემების მიუხედავად, ჩვენ გავზარდეთ პენსიები, დახმარებები. პირველად საქართველოს ისტორიაში მშობიარობა გახდა უფასო, საყოველთაო ჯანდაცვაზე გადავიდა საზოგადოება. გასული წლის განმავლობაში ყველა მოსწავლემ მიიღო სახელმძღვანელო, 17 ფაკულტეტზე სწავლა უფასო გახდა, ეს ყველაფერი არის ის, რაზეც ჩვენი ოპონენტები ცდილობენ თვალი დახუჭონ”, – განაცხადა ხადურმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები