სლოვაკეთში არავაქცინირებულთათვის კოვიდრეგულაციები მკაცრდება
სლოვაკეთის პრემიერმინისტრი, ედუარდ გეგერი, კორონავირუსის ეპიდემიის მოროგი აფეთქების გამო, ქვეყანაში სამკვირიანი საკარანტინო შეზღუდვების გამკაცრების წინადადებით გამოვიდა.
ამის შესახებ Aktuality წერს.
ქვეყნის მთავრობა 18 ნოემბერს ახალი წესების დასამტკიცებლად შეიკრიბება.
მოსალოდნელია, რომ კარანტინის გამკაცრების ფონზე უმეტეს დაწესებულებებზე წვდომა, როგორებიც არის სპორტული დარბაზები, საკონცერტო დარბაზები, მაღაზიები და ა.შ. ექნებათ მხოლოდ ვაქცინირებულ ადამიანებს ან მათ, ვინც კორონავირუსი გადაიტანა.
ედუარდ გეგერის განმარტებით, “არაფერს გასაოცარს არ ვაკეთებთ, ასეთ ნაბიჯებს ყველა, ახლოსმდებარე ქვეყანამ მიმართა”.
ნოემბრის შუა რიცხვებში სლოვაკეთში, რომლის მოსახლეობა 5,4 მილიონ ადამიანს შეადგენს, ეპიდემიის გავრცელების ახალი მაქსიმუმები დაფიქსირდა.
სლოვაკეთში კოვიდ19-სგან მთლიანად მოსახლეობის 45%-ია აცრილი, რაც ევროკავშირში ერთ-ერთი დაბალი მაჩვენებელია ბულგარეთისა და რუმინეთის შემდეგ.