რუსეთში კორონავირუსს ერთ დღეში 1247 პაციენტი შეეწირა

რუსეთში კორონავირუსით გარდაცვალების მორიგი ანტირეკორდია. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1247 გარდაცვალებაა დაფიქსირებული, რაც პანდემიის დაწყებიდან 259 084-ე ლეტალური შემთხვევაა.

ბოლო ერთ დღეში ყველაზე მეტი გარდაცვლილი აღირიცხა მოსკოვში, სანქტ პეტერბურგსა და კრასნოდარის მხარეში.

ასევე, ინფიცირებულთა საერთო მაჩვენებელი ბოლო ერთ დღეში 36 626-ით გაიზარდა და, ჯამურად, 9 182 538 დაავადებულს მიაღწია.

ყველაზე მეტი ინფიცირებულია მოსკოვში, სანქტ პეტერბურგში, სამარის ოლქში, მოსკოვის გარეუბანში, ანექსირებულ ყირიმში, ნიჟეგოროდის ოლქში, ვორონეჟჟი, სვერდლოვსკში, კრასნოდარის მხარესა და კრასნოიარსკში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები