გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირების მაქსიმუმი დაფიქსირდა
გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირების დღიური და 7 დღის მაჩვენებლის მაქსიმუმი გამოვლინდა.
რობერტ კოხის ინსტიტუტის ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 52 286 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც 10 ნოემბრის მაჩვენებელზე 13,150-ით მეტია.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირების 5 129 950 შემთხვევა გამოვლინდა.
ასევე, მნიშვნელოვნად გაიზარდა ვირუსის გავრცელების შვიდდღიანი საშუალო მაჩვენებელი.
კერძოდ, 17 ნოემბრისთვის ის შეადგენს 100 ათას ადამიანზე 319,5 შემთხვევას, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია პანდემიის დაწყებიდან. წინა დღით 312,4 შემთხვევა იყო.
ქვეყანაში ინფიცირების გავრცელების მაჩვენებელი უკვე მეათე დღეა, ახალ მაქსიმუმს აღწევს.
რაც შეეხება ლეტალობის სტატისტიკას, ის, ჯამურად, 98 274 შეადგენს. ბოლო ერთ დღეში მედიკოსებმა 294 პაციენტის გარდაცვალება დააფიქსირეს.